მმართველობა გრძელდება

გააკეთეთ ფსონი აუთვისებელ ტერიტორიებზე.გაემგზავრეთ იქ ,სადაც მხოლოდ ერთეულები გაბედავენ მისვლას. როდესაც გრავიტაციის წინააღმდეგ დაიწყებთ სვლას 702 ცხენის ძალით მაშინ აღიარებთ ჭეშმარიტებას Ram 1500 TRX არის ყველაზე მძლავრი ქუჩის სერიული წარმოების პიკაპი თავის კლასში.

დიზაინი

საშიში პოზიცია


20 სმ-ით განიერი 2023 წლის RAM 1500 TRX ახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას ნებისმიერ გარემოში.

იარეთ ყველგან

35” საბურავებით შეძლებთ ნებისმიერ ზედაპირზე ავტომობილის სტაბილურად მართვას.

LED მაშუქები

მაშუქები, ძრავის ხუფი, ავტომობილის თითოეული დეტალი ქმნის უნიკალურ სტილს, რომელიც ხდება თქვენი განუყოფელი ნაწილი.

მეტი ვიდრე თვალი

ცხაურაზე გამოსახული RAM-ის ბეიჯი ორმაგ პრობლემას უქმნის კონკურენტებს, ავტომობილს ანიჭებს აგრესიულ იერს და ამუშავებს წუთში 32.9 ლიტრ ჰაერის ნაკადს ძრავის მიმართულებით, ეს მაღალი ხარისხის ჰაერის ინდუქციური სისტემა ფილტრავს ოთხჯერ მეტ ჭუჭყს და ნაგავს ვიდრე FORD RAPTOR Raptor.

გახადე შენი


შეუქმენი TRX-ს შენებური სტილი Mopar®-ის აქსესუარებით, მაგალითად შეარჩიე საბარგულის ნაწილში სათადარიგო საბურავის დამჭერი, RamBar-ი ან სხვა რომელიმე აქსესუარი.

გამოსცადეთ

აკონტროლე კომფორტულად

აიღეთ TRX-ის მართვის სადავეები, მოეჭიდეთ ტყავით დაფარულ საჭეს და შეცვალეთ სიჩქარეები საჭის ღერძის ალუმინის გადამრთველებით.

12’’ სენსორული მონიტორი

Uconnect® 5 მულტიმედია სისტემის 12’’ სენსორულ მონიტორზე გამოტანილი აპლიკაციები და მენიუ შეგიძლიათ გადააწყოთ თქვენი სურვილისამებრ.

სიჩქარეების მართვა

ცენტრალურ კონსოლზე განთავსებულია სიჩქარეების მძლავრი გადამრთველი, სიჩქარეების მექანიკური გადართვით დაიწყეთ მოძრაობა ახალი მიმართულებით.

პერფორმანსზე ორიენტირებული ინტერიერი

შეაფასეთ ინტერიერის კარბონის ჩანართები, ტყავის სავარძლები და ორმაგპანელიანი პანორამული ლუქი.

საუნდტრეკი The Mayhem

მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მელოდიებს მაღალი ხარიხის ჟღერადობით. TRX ვერსია აღჭურვილია Harman Kardon®-ის 19 დინამიკიანი აუდიო სისტემით.

დაიკავეთ თქვენი ადგილი

ინტერიერის ქსოვილი
  • Display Black & Red
  • Black & Red

პერფორმანსი

SUPERCHARGED 6.2 ლ HEMI®-ს 8 ცილინდრიანი ძრავა

კლასში საუკეთესო ცხენის ძალის და მაბრუნებელი მომენტის მახასიათებლებით ავტომობილი განეკუთვნება განიერ მსუბუქი პიკაპის კლასს. მოუსმინე ძრავის საოცარ ჟღერადობას.

702 ცხენის ძალა
650 მაბრუნებელი მომენტი ნმ
4.5 წმ 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო

მძრავრი „SUPERCHARGER“-ი


„SUPERCHARGER“-ი გთავაზობთ მძლავრ შეგრძნებებს, სწორედ ისეთს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.

მყარი ფუძე

2023 Ram TRX კონსტრუირებულია 98%-იანი მყარი თუნუქით, იმისათვის რომ იყოს სტაბილური, გამძლე და მტკიცე.

ქარხნული BILSTEIN®-ის ამორტიზატორები


Bilstein® Black Hawk® e² ამორტიზაციის სისტემა უფრო დახვეწილია ვიდრე Ford  Raptor-ის. მისი დიზაინი შემუშავებულია იმგვარად, რომ თანაბრად გადაანაწილოს 702 ცძ და მაქსიმალურად მოეჭიდოს სავალ ზედაპირს. 

მოიკვლიეთ თქვენი ტერიტორია

როდესაც ახალი რელიეფის გამოწვევის წინაშე დგებით ნუ დაგავიწყდებათ თქვენი განმავლობის შესაძლებლობები 11.8’’ კლირენსით, 13’’ წინა და 14’’ უკანა დაკიდების სისტემით.

Selec-Speed® კონტროლი

შეინარჩუნეთ მუდნივი სიჩქარე სხვადასხვა რელიეფზე თუ დახრილ ფერდობზე მოძრაობისას. Selec-Speed® სიჩქარის კონტროლის სისტემა აკონტროლებს ძრავის ბრუნის მომენტს და მუხრუჭებზე დაწოლას იმისათვის, რომ მძღოლმა შეძლოს გზაზე კონცენტრირება ავტომობილის მართვისას.

ტექნოლოგია

ახალი 12’’ საინფორმაციო ციფრული მონიტორი


ახალი 12’’ საინფორმაციო ციფრული მონიტორი გაწვდით სრულ ინფორმაციას ავტომობილის შესახებ, დახვეწილი 3D გამოსახულებებით ძალიან მარტივად ხდება ინფრმაციის აღქმა, მონიტორზე შეგიძლიათ გაააქტიუროთ ნავიგაცია.

რვა მართვის რეჟიმი

მართეთ 2023 წლის RAM TRX სრული კონტროლით, რელიეფის და გარემო პირობების მიხედვით შეარჩიეთ 8 რეჟიმიდან თქვენთვის სასურველი და მოირგეთ შესაბამისი ცხენის ძალები და მაბრუნებელი მომენტი.

საინფორმაციო მონიტორი

მუდამ აკონტროლე გზა და ამავდროულად მძღოლის საინფორმაციო მონიტორის მეშვეობით მიიღე ინფორმაცია მოძრაობის სიჩქარის, წვის თუ სხვა მონაცემების შესახებ.

აკონტროლეთ თქვენს უკან მოძრაობა.

უკანა ხედვის სარკეების და LCD მონიტორის მეშვეობით მიიღეთ ინფორმაცია რეალურ დროში ავტომობილის უკან შექმნილი ვითარების შესახებ.

12’’ UCONNECT® სენსორული მონიტორი

მაღალი ხარისხის Uconnect® 5 მულტიმედია სისტემის 12’’ სენსორულ მონიტორზე შეგიძლიათ გამოიტანოთ ინფორმაცია პერფორმანსის, off-road გვერდის შესახებ ან გადააწყოთ მენიუს მთავარი გვერდი თქვენი შეხედულებისამებრ.

პერფორმანსის გვერდი


მოარგეთ თქვენს მართვის მოთხოვნილებებს Ram TRX-ის პერფორმანსი, გადააწყვეთ off-road პარამეტრები და შეარჩიეთ მოძრაობის სასურველი რეჟიმი.

ყოველი კუთხე კონტროლის ზონაშია

360° ექსტერიერის კამერის მეშვეობით აკონტროლეთ გარშემო პერიმეტრი. კამერის შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ უსაფრთხო და დაცული მანევრი.

იყავით თავდაჯერებული

Aბრმა წერტილების მონიტორინგის ფუნქცია ხმოვანი სიგნალით გატყობინებთ ბრმა ზონებში არსებული საფრთხის შესახებ. კამერა ასკანერებს და გამოთვლის თქვენს უკან და გვერდით მოძრავ ავტომობილებს შორის მანძილს და დაგეხმარებათ უსაფრთხო მანევრის განხორციელებაში.

მოემზადე გასამგზავრებლად

2023 წლის Ram TRX გთავაზობთ უკანა კვეთის ინდიკატორს სისტემა ასკანერებს უკანა ტერიტორიას და გეხმარებათ უსაფრთხო და დაცული მანევრის განხორციელებაში.

2023 წლის RAM TRX -ის გალერეა

BEADLOCK დისკები
პერფორმანსზე ორიენტირებული ინტერიერი
Mopar®-ის აქსესუარები
ქარხნული BILSTEIN®-ის ამორტიზატორები
რვა მართვის რეჟიმი
მეტად განიერი
მყისიერი ბრუნვის მომენტი