საავტორო უფლება

 


FCA US LLC

ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების აქტის ("DMCA") პოლიტიკა

ამ ვებგვერდს ("ვებგვერდი") მართავს FCA US LLC ("FCA US"). FCA US პატივს სცემს სხვათა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. აღნიშნულ ვებგვერდზე შესაძლოა მოხდეს მასალების განთავსება მესამე პირების მიერ, რაც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. ჩვენი პოლიტიკის მიხედვით აღმოჩენილი მასალები წაიშლება ვებგვერდიდან, ხოლო საავტორო უფლებების დამრღვევი პირის ანგარიშები დაიბლოკება.

თუ თვლით, რომ ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი მასალა არღვევს თქვენს საავტორო უფლებას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილობითი შეტყობინება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. საავტორო უფლებებით დაცული მასალ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც ამტკიცებს საავტორო უფლებებს აღნიშნულ მასალაზე;

  2. გთხოვთ მოგვაწოდოთ საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც ამტკიცებს აღნიშნულ მასალაზე საავტორო უფლებების დარღვევას ან თუკი მასალა წარმოადგენს სამართალდარღვევის ობიექტს ან მასალა შეიცავს ისეთ კონტენტს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიშალოს და შეიზღუდოს მასზე წვდომა, გთხოვთ მოგვაწოდოთ საკმარისი ინფორმაცია, რომ მოვიძიოთ უფლებები სადავო მასალასთან დაკავშირებით;

  3. გთხოვთ მოგვაწოდოთ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შევძლოთ თქვენთან დაკავშირება, თქვენი მისამართი, ტელეფონი და ელ.ფოსტა;

  4. განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ გაქვთ კეთილსინდისიერი განზრახვა და გჯერათ, რომ მასალის გამოყენება ხდება საავტორო უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ან მისი აგენტის ნებართვის გარეშე ან კანონის დარღვევით;

  5. განცხადება იმის შესახებ, რომ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია არის ზუსტი და იაზრებთ ცრუ ჩვენების შედეგებს, დაგვიდასტურეთ, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ იმოქმედოთ საავტორო უფლების მქონე პირის სახელით, ვისი უფლებაც სავარაუდოდ დარღვეულია;

  6. იმ პირის ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს საავტორო უფლების მქონე პირის სახელით, ვისი უფლებაც სავარაუდოდ დარღვეულია.

ყველა DMCA შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ჩვენს დანიშნულ საავტორო უფლებების აგენტთან შემდეგნაირად:

შპს FCA US
გენერალური მრჩევლის ოფისი
საავტორო უფლებათა განყოფილება
1000 Chrysler Drive
CIMS 485-13-32
Auburn Hills, MI 48326
copyrights@fcagroup.com